Accessibility links

site logo site logo

ზურაბ ზვიადაურს კლინიკაში გამოკვლევა დასჭირდა


განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, რომელსაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარეს.

რადიო თავისუფლებას დაკავებულის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განუცხადა, რომ ზვიადაურს ხერხემალი აწუხებს, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და საჭირო გახდა კლინიკაში გადაყვანა.

"გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ის კვლავ სასჯელაღსრულების დასაწებულებაში დააბრუნეს. როგორ გაგრძელდება მკურნალობა ეს დამოკიდებულია კვლევის პასუხზე. პასუხი ჯერ არ გვაქვს" - ამბობს ადვოკატი.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება. საქმე ეხება წინანდლის ტყეში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 3 პირი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG