Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეარხებს სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს „ოცნების" გამოკვლევის კანონდარღვევით გაშუქებისთვის


კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების გამო, საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს, „ტელეიმედს“, ტელეკომპანია „პირველს“, „ფორმულას“, „რუსთავი 2“-ს და „სტუდია მაესტროს“ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

როგორც კომისია აცხადებს, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებლებმა 23 აგვისტოს პარტია „ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა კანონდარღვევით გააშუქეს.

„მაუწყებლების მიერ დაირღვა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები. კანონმდებლობის აღნიშნული ვალდებულება შვიდივე მაუწყებლის მიერ დაირღვა, რის საფუძველზეც, კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა და განსახილველად სასამართლოს წარუდგინა", - აღნიშნულია კომინიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG