Accessibility links

site logo site logo

ცნობილია პარტიის „ლელო-საქართველოსთვის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია


29 აგვისტოს პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ წარადგინა დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც თბილისის ათ მაჟორიტარულ ოლქში იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.

პარტიის გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეს ადამიანები "ლელოს" გამორჩეული ლიდერები არიან. აი, მათი სიაც:

  • საბა ბუაძე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • მედეა მეტრეველი, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • თაზო დათუნაშვილი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • ვახტანგ (ვატო) სირგულაძე, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • ლანა გალდავა, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • დიმიტრი აბაშიძე, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • გულიკო ზუმბაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • კახა ჟღენტი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • თამარ ადამია, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

„ისინი ერთვებიან ამ ბრძოლაში სწორედ იმ მიზნით, რომ თბილისს, მის მმართველობას ჩამოვაშოროთ "ქართული ოცნება" და 2 ოქტომბრის შემდგომ ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, თბილისში და ასევე, ყველა ადგილობრივი მმართველობით ორგანოში შეწყდეს ერთპარტიული მმართველობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩვენ მივაღწიოთ სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას, იმას, რომ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ქალაქები კრიზისიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რამდენიმე დღის წინ პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG