Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე „მესამე ძალას“ უერთდება


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძის „მესამე ძალას“ უერთდება, - ინფორმაცია „სტრატეგია აღმაშენებელში“ დაადასტურეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, „მესამე ძალა“ საკუთარ კანდიდატებს პირველ სექტემბერს დაასახელებს.

„ჩვენ პირველი ნომრით წარვდგებით ამ არჩევნებზე, რომლის ნაწილიც იქნება "სტრატეგია აღმაშენებელი", ასევე, ცალკეული ინდივიდები, მათ შორის იქნება ბატონი გრიგოლ ვაშაძეც. კანდიდატებს ჩვენ პირველ სექტემბერს დავასახელებთ, 30 აგვისტოს კი "მესამე ძალის" წარდგენა გვექნება“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

მისივე სიტყვებით, ხვალ, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყება, რასაც შემდეგ დღეებში საარჩევნო პროგრამის და სხვადასხვა რეგიონში მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენა მოჰყვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG