Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი თავისი ჯარისკაცის მოკვლაში ადანაშაულებს აზერბაიჯანელ სნაიპერებს


სომხეთმა აზერბაიჯანს ბრალი დასდო, რომ მისმა სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის საზღვრისპირა სამხედრო პოზიციებს. ეს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის უკანასკნელი ინციდენტია მას შემდეგ, რაც შარშან ექვსი კვირის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის რეგიონში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 1 სექტემბერს უმცროსი სერჟანტი გეღამ საჰაკიანი სასიკვდილოდ დაიჭრა, როცა აზერბაიჯანის მხარემ ცეცხლი გახსნა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის სექტორში. სამინისტრო „მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მხარის ქმედებებს და აფრთხილებს მას, რომ ეს უპასუხოდ არ დარჩება“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სასაზღვრო ინციდენტების დაწყებაში.

საჰაკიანი სომხეთის მე-10 ჯარისკაცია, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში მხარეები რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ ზავზე, რამაც დაასრულა მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ომი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG