Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ადასტურებს გახარიასა და კალაძეს შორის შეხვედრას


ლევან დოლიძე
ლევან დოლიძე

თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ლევან დოლიძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში დაადასტურა კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა.

„მას [გახარიას] მართლაც ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კახი კალაძე ჩაეყენებინა საქმის კურსში და ეთქვა, რომ მას არ უნდა შეეტყო ეს ინფორმაცია [მერობის კანდიდატად დასახელება] ტელევიზიით“, - თქვა ლევან დოლიძემ და დაამატა, - „შეხვედრა იყო, ბუნებრივია, მაგრამ შეხვედრა იყო ისე, როგორც იქცევა ღირსეული ადამიანი, რომელიც თავის ყოფილ კოლეგას მოიხსენიებს, როგორც ღირსეულ ოპონენტად, მას ხვდება და ეუბნება, რომ მისი გადაყვეტილებაა, რომ გახდეს მისი პირდაპირი ოპონენტი“.

თავად გიორგი გახარია კი ირაკლი კობახიძის განცხადებას შუამავლის მეშვეობით ფინანსურ საკითხზე კომუნიკაციის შესახებ, ასე პასუხობს: „საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ბოსი დღეს რას ლაპარაკობს. იმიტომ, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. მათ შეუძლიათ ხვალ გამოვიდნენ და სრულიად საპირისპირო თქვან. ეს ადამიანები, დაახლოებით ერთი წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნული. დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნული. მე ნერვი არ გამიტოკდება“.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერის შესახებაც ილაპარაკა: „რაც შეეხება კახა კალაძეს, მას ინდივიდუალურად, როგორც პოლიტიკოსს მე არ შევაფასებ დღეს, მაგრამ ვიტყვი, რომ კახა კალაძე, რომ იყოს მარტო კახა კალაძე, ეს ერთი შეფასება იქნებოდა, სამწუხაროდ, კახა კალაძის უკან დგას ბოსების უზარმაზარი რაზმი“.

კახა კალაძე ამბობს, რომ შეხვდა გიორგი გახარიას.

ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიას მხრიდან იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. „იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მემგონი კეზერაშვილში ვეშლებით“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ 1 სექტემბრს გამოაცხადა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG