Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ენმ-ზე: პრიმიტიულობაა, ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და დავუჯეროთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთხელ ისაუბრა, რატომ უნდა დაუჭიროს მათ მოქალაქეებმა მხარი და რატომ არ უნდა აირჩიონ ყველაზე დიდი ოპოზიციურო პარტია - "ნაციონალური მოძრაობა". ამის შესახებ მან ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენის დროს ისაუბრა.

"ეს ტრაგედიაა, რომ ეს ძალა არის ჯერ კიდევ მეორე ოპოზიციური პარტია ქვეყანაში. ეს არის სირცხვილი და ტრაგედია ჩვენი ქვეყნის. ეს კატასტროფის ტოლფასია, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერენ ჯალათებისა და მკვლელების კორპორაციას. არავითარი პროგრესი მათი მხრიდან არ ყოფილა...

ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები. ეს ხომ აბსურდია. ეს იგივეა, რომ ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და დავუჯეროთ, ეს ხომ პრიმიტიულობაა. ეს ხომ შეურაცხყოფაა ჩვენი ტავის და ჩვენი ხალხის, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს დაუჯეროს კიდევ რაიმე სიტყვა", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს, რადგან "შარლ მიშელის შეთანხმების" მიხედვით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა და შემდეგ დატოვა, გათვალისწინებული იყო საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტს ვერ აიღებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG