Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბათუმის ახალ არენაზე უმასპინძლებს კოსოვოს


დღეს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე ტურის შეხვედრას ჩაატარებს და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი, ბათუმის ახალ არენაზე კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 20:00 დაიწყება და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა. წააგო სტუმრად შვედეთთან (0:1) და შინ, ესპანეთთან (1:2) და ფრედ ითამაშა, საბერძნეთში. ხუთგუნდიან ჯგუფში იკავებს მეოთხე ადგილს და უსწრებს კოსოვოს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში აქვს ჩატარებული და ორივე წაგებული - შინ შვედეთთან (0:3) და სტუმრად ესპანეთთან (1:3).

საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებები აქამდე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

აქვე ნაკრების განაცხადი, საიდანაც ვილი სანიოლი დღევანდელი მატჩის შემადგენლობას შეარჩევს:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), გურამ გიორბელიძე („დინამო“, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („სლოვანი“, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთი კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი („არსენალი“, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი („აპოელი“, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი), გიორგი ზარია („დინამო“, ბათუმი).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG