Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Covid-19-ით მშობიარობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ქალი, რომელიც შვილს 10 წელი ელოდა


თბილისში საკეისრო კვეთიდან რამდენიმე დღეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 წლის ქალი, რომელიც შვილს 10 წელი ელოდა. მას საკეისრო კვეთა ქუთაისი კლინიკა "ბომონდში" 20 აგვისტოს გაუკეთეს და ტყუპების დედა გახდა.

ბავშვების გაჩენის შემდეგ ქალის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა. ის გუშინ, 1 სექტმებრეს რეანიმაციაში გარდიაცვალა.

"მისი მდგომაროება არ იყო სახარბიელო. ის შემოვიდა კარგად გამოხატული სუნთქვის უკმარისობით, იყო დამოკიდებული ჟანგბადზე, ჰქონდა სასუნთქი კუნთების ჩართულობა, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ შესაძლო იყო პაციენტი მალე დაღლილიყო და ვეღარ შეძლოს სუნთქვა და დაგვჭირებოდა ვენტილაციაზე გადაყვანა. შემოსვლიდან რამდენიმე საათში გადავიყვანეთ რეანიმაციაში, ვხედავდით, რომ მდგომარეობა უკუსვლით მიდიოდა... იბრძოლა და რამდენიმე დღე შეძლო ფიზიოლოგიური რიცხვების დასტაბილურდა, თუმცა დიდი ხანი ვერ გავრცელდა წარმატებული ეპიზოდი და მოგვიწია მართვით სუნთქვაზე გადაყვანა", - უთხრა რადიო თავისუფლებას "ბოკერიას სახელობის კლინიკის" კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჭაძემ რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, როგორც პაციენტი ამბობდა, მას არ ჰქონდა თანმდევი დაავადებები, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც დამძიმდა.

"ჩვენ ტესტირება არ გაგვიკეთებია, მაგრამ კლინიკური სურათი ძალიან ჰგავდა დელტა შტამს", - ამბობს კლინიკური დირექტორი.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 81 პაციენტი. ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილია 7563 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG