სასამართლომ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ყაბარდო-ბალყარეთში, პირობით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უხელო აქტივისტს მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნო პოლიციელებზე თავდასხმაში.
2 სექტემბერს ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქის, ნალჩიკის, საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა ასლან ირიტოვს, უფლებადამცველი ორგანიზაციის "ვოლნი აულის" (თავისუფალი სოფლის) ხელმძღვანელს. ირიტოვი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდებას უარყოფს.
გამოძიება აქტივისტის წინააღმდეგ 2017 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მასთან სახლში მივიდნენ საპროტესტო აქციის წინა დღეს. ჩხუბის შემდეგ, გამომძიებლების ბრალდებით, ირიტოვმა ერთ პოლიციელს თავით დაარტყა და მეორეს გაგუდვას ეცადა.
გამოძიება დაიწყო ასევე რამდენიმე პოლიციელის მიმართაც მას შემდეგ, რაც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ირიტოვის ცოლმა, ქალიშვილმა და ძმამ, რომლებიც გაშველებას ცდილობდნენ, სერიოზული დაზიანებები მიიღეს ინციდენტის დროს.