სალომე რიგვავა ნიუ-იორკში ცხოვრობს. ცხოვრობს და სწავლობს. ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში სულ მალე მაგისტრის ხარისხს მიიღებს. მისი ნამუშევრები არის კერძო კოლექციებში აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, ასევე რუსეთში, ცხადია, საქართველოშიც. ნიუ-იორკში ხვდები, რომ რასაც აკეთებ, ღირებულიაო, ამბობს და იქვე ახსნის: აქ სრული თავისუფლებაა, შენ უნდა იცოდე, რა არის ღირებული.
იხილეთ სალომე რიგვავას ნამუშევრები:
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.