Accessibility links

site logo site logo

ელისაშვილი გლდანის ამომრჩეველს მეტროს მეორე ამოსასვლელის გაკეთებას ჰპირდება


პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თავისი პარტიის არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება, რომ გლდანში მეტროს მეორე ამოსასვლელის გაკეთების საკითხს დააყენებენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მეტროს ამ მეორე ამოსასვლელთან ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მან თქვა, რომ მეტროს მეორე ამოსასვლელთან მისასვლელ გზებზე ახლა კორპუსებია აშენებული.

"ვიცით, როგორი ქაოსია მეტროს ჩასასვლელში. მთელი გლდანის, თემქის, მუხიანის მოსახლეობა ამოდის ერთ ამოსასვლელში და საფეხმავლო საცობებია ხოლმე როგორც ამოსვლაზე, ისე ჩასვლაზე... იცით კარგად, რა ხდება, სრული ქაოსია. კომუნისტების დროს ასე არ იყო დაგეგმილი... 300-350 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ამიტომ დაგეგმილი იყო მეორე ამოსასვლელის გაკეთება... ამის გასაკეთებლად შევლენ ჩვენი გუნდის წევრები საკრებულოში, რომ ეს საკითხი დასვან", - თქვა ელისაშვილმა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თბილისის მერიის თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და ჰკითხა, ხომ არ იგეგმებოდა უახლოეს მომავალში მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში" მეორე ამოსასვლელში მიტოვებული სამუშაოების განახლება. კომპანიაში თქვეს, რომ ამ სადგურთან დაკავშირებით არსებობს კვლევები და ინფორმაციის მისაღებად აუცილებელი იყო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG