Accessibility links

site logo site logo

მონტენეგროში შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სერბულ ეკლესიაში ცერემონიის გამო


საპროტესტო აქცია ცეტენიეში, მონტენეგროში, 4 სექტემბერი, 2021 წელი

ასეულობით დემონსტრანტსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა 4 სექტემბერს მონტენეგროში, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავრის ინაუგურაციის წინ ბალკანეთის პატარა ქვეყანაში.

მონტენეგროს სახელმწიფო ტელევიზია, RTCG TV იტყობინება, რომ დემონსტრანტებმა გაარღვიეს პოლიციის ზღუდე ქვეყნის ძველ დედაქალაქ, ცეტინიეში, და ქვები დაუშინეს მათ შეძახილებით: „ეს მონტენეგროა“! და „ეს არ არის სერბეთი“!

მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი იოანიკოს მეორე მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უზენაესი ლიდერი ოფიციალურად უნდა გახდეს 5 სექტემბერს.

ცეტინიეში დაგეგმილმა ცერემონიამ მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის მოწინააღმდეგეთა მრისხანება გამოიწვია. ისინი ითვლიან, რომ ეს არის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის მონტენეგროს ბრძოლის შეურაცხყოფა. მონტენეგრო, რომელმაც 2006 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა სერბეთისგან, ორად არის გაყოფილი მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ მონტენეგრო, როგორც ერი, არ არსებობს, და მათ შორის, ვინც თავს მონტენეგროელებად მიიჩნევენ. 600 ათასიანი მოსახლეობის 30 პროცენტი თვლის, რომ სერბები არიან. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტი რელიგიაა ქვეყანაში.

მონტენეგროელები, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ არიან, ემხრობიან სერბეთის ეკლესიისგან გამოყოფილ, აღიარებულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG