Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მძაფრი ბრძოლებია, თალიბანიც და წინააღმდეგობის მოძრაობაც წარმატებაზე იტყობინებიან


ანტითალიბანური მოძრაობის მეომარი ანაბის არეალში, ფანჯშირში, 2 სექტემბერი, 2021 წელი.
ანტითალიბანური მოძრაობის მეომარი ანაბის არეალში, ფანჯშირში, 2 სექტემბერი, 2021 წელი.

მძიმე შეტაკებები გრძელდება ფანჯშირის ხეობაში, უკანასკნელ რეგიონში, რომელიც თალიბანის კონტროლის წინააღმდეგ იბრძვის ავღანეთში მაშინ, როცა მოწინააღმდეგეებიც თავიანთ სამხედრო წარმატებაზე იტყობინებიან და თალიბებიც.

ბრძოლების დაწყებამდე შეერთებული შტატების გენერალმა, მარკ მილიმ, შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, განაცხადა "უფრო ფართო სამოქალაქო ომის" შესახებ ავღანეთში, მან ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, მოახერხებდა თუ არა თალიბანი ძალების კონსოლიდაციას მაშინ, როცა ის ბრძოლიდან ქვეყნის მართვაზე უნდა გადავიდეს.

თალიბანის წარმომადგენელმა, ბილალ ქარიმიმ, 5 სექტემბერს განაცხადა, რომ მათ კონტროლი მოიპოვეს შვიდიდან ოთხ რეგიონზე ფანჯშირში, რომელიც ქაბულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ქარიმი ამტკიცებდა, რომ თალიბანი უახლოვდებოდა ბაზარაქს, ფანჯშირის დედაქალაქს. ოპოზიცია, რომელსაც ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი ჰქვია, ამტკიცებდა, რომ მან თალიბანის მებრძოლები ხეობაში შეიტყუა და რამდენიმე რეგიონში მოიგერია მათი სამხედრო თავდასხმები.

ფანჯშირში, სადაც თალიბანმა ჩაჭრა ტელეფონის ხაზი, ინტერნეტი და ელექტროგადაცემის ხაზები, განვითარებული მოვლენების დამოუკიდებელი დადასტურების დაუყოვნებლივ მიღება შეუძლებელი იყო.

საგანგებო მდგომარეობაა, თქვა ტვიტერში 4 სექტემბერს, საღამოს, იტალიურმა ჰუმანიტარულმა ჯგუფმა, რომელსაც ხეობაში საავადმყოფო აქვს. მისი თქმით, თალიბანმა მიაღწია სოფელ ანაბას, რომელიც დაახლოებით 25 კილომეტრში, ჩრდილოეთით მდებარეობს 115 კმ სიგრძის ხეობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG