Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველი ღიად გეი წევრი და მისი ქმარი ბავშვების შვილად აყვანის მცდელობის შემდეგ, ორი ჩვილის მშობლები გახდნენ


2020 წლის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტობი კანდიდატი, პიტ ბუტიჯიჩი, და მისი ქმარი, ჩეისენი, 2020 წლის თებერვალი

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა, პიტ ბუტიჯიჩმა, აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველმა ღიად გეი წევრმა და მისმა ქმარმა, რომლებიც ბოლო ხანს ახალშობილი ბიჭისა და გოგონას მშობლები გახდნენ, თავიანთი შვილების დაბადება იზეიმეს და სოციალურ მედიაში თავიანთი ფოტო გამოაქვეყნეს ბავშვებთან ერთად.

39 წლის ბუტიჯიჩმა და მისმა ქმარმა, 32 წლის ჩეისენმა, გამოაქვეყნეს ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ისინი მშობლები გახდნენ ბავშვების შვილად აყვანის მცდელობის შემდეგ. შავ-თეთრ ფოტოზე, რომელიც 4 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჩანან ბუტიჯიჩები, რომლებიც გვერდი-გვერდ სხედან, როგორც ჩანს, საავადმყოფოს პალატაში, და იღიმებიან - ორივეს ახალშობილი უჭირავს ხელში.

ბუტიჯიჯმა თქვა, რომ ის და ჩეისენი "უაღრესად მადლიერი არიან ყველა კეთილი სურვილისთვის, რომელიც მიიღეს ამ ახალი ამბის გაზიარების შემდეგ, რომ ისინი მშობლები ხდებიან". ბავშვებს პენელოპე როუზი და ჯოზეფ აუგუსტ ბუტიჯიჯი დაარქვეს. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.

ფოტომ 300 000-ზე მეტი მოწონება მიიღო ტვიტერზე და 450 000 - ინსტაგრამზე მისი გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში. პიტ ბუტიჯიჩი, სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, ტრანსპოტის მინისტრის თანამდებობისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა, შეარჩია ჯო ბაიდენმა, რომელიც მისი ყოფილი მეტოქე იყო დემოკრატების მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატობაზე წარდგენისას გასული წლის არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG