Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო ესპანეთთან


საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეხუთე თამაში ჩაატარა და მეოთხე მარცხი იწვნია. ქართველი ფეხბურთელები ბადახოსში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით წააგეს - 0:4.

ხუთი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთადერთი ქულით, B ჯგუფში ბოლო - მეხუთე ადგილზეა და მეოთხე ადგილზე მყოფ საბერძნეთს ორი ქულით ჩამორჩება. ბერძნებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჯერ მხოლოდ სამი თამაში აქვთ ჩატარებული. ჯგუფის სათავაში ესპანეთი და შვედეთი დგანან, ათი და ცხრა ქულით.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მოიპოვებს. მეორე ადგილზე გასული კი პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას, მიზნის მისაღწევად.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მეექვსე შეხვედრას 9 ოქტომბერს გამართავს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებთან. იქამდე კი, 8 სექტემბერს, ამხანაგური მატჩი ელის, სოფიაში, ბულგარეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG