Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ მარია კალესნიკავას 11, ხოლო მაქსიმ ზნაკს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა


6 სექტემბერს მინსკის სასამართლომ დახურულ სხდომაზე 11 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მარია კალესნიკავას და მაქსიმ ზნაკს, რომლებიც გასული წლის 8 სექტემბრიდან იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.


პროკურატურა მათ ადანაშაულებდა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში, საჯარო მოწოდებებში მოქმედებებისკენ, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ იყო მიმართული, და ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში, და განსასჯელთა მიმართ 12 წლით კოლონიაში პატიმრობას მოითხოვდა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანახმად, კალესნიკავასა და ზნაკის პროცესის შესახებ პრაქტიკულად არავის არაფრის თქმა არ შეეძლო, ვინაიდან ყველამ ხელი მოაწერა გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებას. შეუძლებელი იყო გამომძიებელთა ვინაობის, ბრალდების დეტალების, პროკურატურის არგუმენტების გაგება.


მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი აქტიურ როლს თამაშობდნენ ქუჩის მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ეწყობოდა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადების გამო. კალესნიკავა საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირი გახდა, ის შედიოდა „ქალთა სამეულში“ სვიატლანა ციხანოუსკაიასა და ვერანიკა ციპკალასთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG