Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი მწვავედ აკრიტიკებს ბელარუსს, ორი ოპოზიციონერისთვის ხანგრძლივი პატიმრობის მისჯის შემდეგ


ბელარუსის ოპოზიციის ორ წამყვან ფიგურას, მარია კალესნიკავას და მაქსიმ ზნაკს, ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდების საფუძველზე - რასაც აშშ "შეთითხნილს" უწოდებს, იმ ფონზე, როცა ბელარუსში ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან გრძელდება რეპრესიები პროდემოკრატიულ აქტივისტებსა და ჯგუფებზე.

6 სექტემბერს კალესნიკავას 11 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, ზნაკს - 10 წლით, მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნეს შეთქმულებაში ხელისუფლების მოსაპოვებლად და ეროვნული უსაფრთხოების დამაზიანებელი მოქმედებებისკენ მოწოდებებით გამოსვლაში, მათ შორის, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის მცდელობის გზით.

დასავლეთმა სწრაფად უპასუხა მკაცრ განაჩენს - ევროკავშირმა მას უწოდა ადამიანის უფლებების "უხეში უგულებელყოფა", დიდმა ბრიტანეთმა მინსკი დაადანაშაულა "იერიშის მიტანაში დემოკრატიის და თავისუფლების დამცველებზე", გერმანიამ სასჯელს "გაუმართლებელი" უწოდა.

მსჯავრდებულები, რომლებიც ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან, უარყოფენ ბრალდებებს, რომლებიც უკავშირდება მათ მოწოდებებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგის წინააღმდეგ.

ბელარუსში რეპრესიები მოჰყვა 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელმაც ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიაკუთვნა გამარჯვება. ამ შედეგმა ბიძგი მისცა უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებს, ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG