Accessibility links

site logo site logo

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 17.1%


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 262 ადამიანი.

15 მარტიდან გაკეთებულია 1 340 062 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 29.8%. სრულად ვაქცინირებულია 489 194 - მოზრდილი მოსახლეობის 17.1%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG