Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს გამოქვეყნებული კოვიდსტატისტიკა არაზუსტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი არაზუსტია და გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი 1965 შემთხვევა რეალობას არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, რიცხვებში ცდომილობა დაკავშირებულია სერვერების შეფერხებით მუშაობასთან, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში. მართალია, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ეს გრძელდება. დღევანდელი ახალი ინფიცირების რაოდენობის შემთხვევა 1965, ეს არ არის რეალური ციფრი, ჩვენი პროგნოზით დღეს ველოდებოდით და უნდა ყოფილიყო კლება წინა სამშაბათთან შედარებით.

კვირის განმავლობაში, ჩვენ კლება გვაქვს დაახლოებით 700-800-900 შემთხვევით. წინა კვირას ჩვენ გვქონდა 4700-ის ფარგლებში შემთხვევა და დღეს ველოდებოდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო 3500-3700-ის ფარგლებში, მაგრამ არის 1965. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო არის, რომ ყველა შედეგი გუშინდელი არ არის ატვირთული პორტალზე. ეს შედეგები დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა. ნეტა ვცდებოდე და თუ ეს მართალია და 1965 შემთხვევა გვაქვს დღეს რეალურად, ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფი ტემპით მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ.

კარგია, რომ დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 7%-ის ფარგლებში. ბოლო 7 და 14 დღის განმავლობაში ის ჩამოსცილდა 9%-ს. ანუ ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უმჯობესდება.

სიკვდილიანობას რაც შეეხება, აქაც გარკვეულად შემცირების ტენდენცია გამოჩნდა, რაც ძალიან კარგია, თუმცა საავადმყოფოებში რჩება 1500-მდე მძიმე პაციენტი, მათ შორის 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზე“,
- განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG