Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის დასაწყებად ეროვნული მუზეუმი 630 700 ლარის ავეჯს ყიდულობს


ეროვნული მუზეუმი სტელაჟებს, ხარაჩოებს, საოფისე თაოებსა და კარადებს ყიდულობს იმისათვის, რომ დაიწყოს მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე მყოფი ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გამოყვანა და ექსპონანტების გატანა. ეროვნული მუზეუმი ხელოვნების მუზეუმიდან ფონდების ევაკუაცას გეგმავს მუზეუმის ახალ კორპუსში მდებარე რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრში, რომელიც ლადო გუდიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარეობს და მის "გ" კორპუსში (მდებარე გუდიაშვილის ქ. 3; მანჯგალაძის ქ. #1). შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, სად განთავსდება ხელოვნების მუზეუმის ექსპონანტები "ოქროს ფონდიდან", მიღებული ჯერაც არ არის.

მოხსენებით ბარათზე, რომელსაც ხელს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის მოადგილე, გია მარსაგიშვილი აწერს ხელს, რომ აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს აქვს სურვილი ოქროს ფონდი განთავსდეს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, მუზეუმის ხელმძღვანელობის პოზიციით კი ყველა ფონდი რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრში უნდა განთავსდეს.

გამოცხადებული შესყიდვის ფარგლებში, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციისთვის იგეგმება შემდეგი ნივთების შესყიდვა:

  • საფონდო სტელაჟი 154-60-200 სმ; ცალი 48
  • საფონდო სტელაჟი 123-60-200 სმ; ცალი 70
  • ბიბლიოთეკის მაგიდა100-70-90 სმ; ცალი 10
  • ფერწერის სტელაჟი 250-123-123 სმ; ცალი 35
  • ფერწერის სტელაჟი 250-123-60 სმ; ცალი 150
  • საოფისე კარადა 125-40-260 სმ; ცალი 25
  • მედიათეკის თარო 160-120-45 სმ; ცალი 5
  • ხარაჩო - კიბე 4მ სიმაღლის - ცალი 1
  • ხარაჩო - კიბე 6მ სიმაღლის - ცალი 1
  • ბორბლებიანი ურიკა - ცალი 1
  • საოფისე მაგიდა ტუმბოთი 120-70-75 ცალი 100
  • საოფისე სავარძელი - ცალი 100

"საქონლის მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, ხოლო შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფონდების ევაკუაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის N00014916 ბრძანებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა დასრულდეს 2021 წლის 15 ოქტომბერს" - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG