Accessibility links

site logo site logo

WHO: ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაავადდა 4.5 მილიონამდე ადამიანი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ ერთ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 4 471 946 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 1%-ით მეტია. კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 67 917 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.

რეგიონების მიხედვით, ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული, ან წინა კვირასთან შედარებით თითქმის უცვლელი იყო ყველგან, გარდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა, სადაც 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. WHO-ს ცნობითვე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა მსოფლიოს ყველა რეგიონში და გაიზარდა ევროპასა(+20%) და ამერიკაში(+17).

პორტალ Worldometers-ის 8 სექტემბრის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 222 777 000-ს გადააჭარბა. COVID-19-ით გარდაცვლილია 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 7 სექტემბრისთვის მსოფლიოს 184 ქვეყანაში გაკეთებული იყო ვაქცინების 5.56 მილიარდი დოზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG