Accessibility links

site logo site logo

ირანის პრეზიდენტი, რაისი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უპირისპირდება, აშშ და რუსეთი თეირანის ბირთვულ საკითხებს განიხილავენ


ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, რომელიც მკაცრი ხაზის მიმდევარია, არ იღებს გაეროს ბირთვული უწყების კრიტიკას, გამოთქმულს კონფიდენციალურ ანგარიშში, სადაც თეირანი დაადანაშაულებულია ატომურ ობიექტებზე წვდომაზე ინსპექტორებისთვის ხელის შეშლაში.

რაისიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, 8 სექტემბერს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანის "სერიოზული თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, რომ ირანი გამჭვირვალე იქნება მის ბირთვულ ქმედებებში", ნათქვამია რაისის სამსახურის განცხადებაში.

ევროპის კავშირი შუამდგომლობს ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის მიმდინარე ძალისხმევას 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გასაახლებლად. შეთანხმებას საფრთხე შეექმნა მას შემდეგ, როცა 2018 წელს აშშ-მა დატოვა ის და ირანმ საპასუხოდ ეტაპობრივად დაიწყო თავისი ბირთვული პროგრამის გააქტიურება.

დიპლომატიური პასუხი მოჰყვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონფიდენციალურ ყოველკვარტალურ ანგარიშს, რომელშიც ირანი დადანაშაულებული იყო ინსპექტორებისთვის მის ზოგიერთ ბირთვულ ობიექტზე წვდომაზე ხელის შეშლაში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თეირანი აგრძელებს ურანის მარაგის გაზრდას, რომლის გამდიდრების დონე აღემატება 6 წლის წინანდელი შეთანხმებით დაშვებულ პროცენტს.

ამ დროს აშშ-ისა და რუსეთის, ასევე შეთანხმების ხელისმომწერი ქვეყნის, დიპლომატიური წარმომადგენლები მოსკოვში ხვდებიან ერთმანეთს ორდღიან მოლაპარაკებებზე, რომლებიც სავარაუდოდ, ირანის შეთანხმებას მიეძღვნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადა, რომ მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა აშშ-ის დესპანთან რობერტ მალისთან "საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რათა განვიხილოთ მთელი ვითარება და მომავალში დავგეგმოთ", - განუცხადა რუსმა დიპლომატმა ტასის საინფორმაციო სააგენტოს 8 სექტემბერს, როცა პირველი შეკრება უნდა შემდგარიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG