Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშქარავას გარდაცვალებას 78% სრულად ან ნაწილობრივ უკავშირებს 5 ივლისის მოვლენებს - „ედისონ რისერჩი"  


ლექსო ლაშქარავა
ლექსო ლაშქარავა

„ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოსახლეობის 78% სრულად ან ნაწილობრივ (39-39%) უკავშირებს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს.

შეკითხვაზე, თქვენი აზრით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სრულად დაკავშირებულია 5 ივლისის მოვლენებთან, ნაწილობრივ დაკავშირებულია თუ საერთოდ არ არის დაკავშირებული? პასუხები ასეთია:

  • 39% - სრულად დაკავშირებულია
  • 39% - ნაწილობრივ დაკავშირებულია
  • 22% - საერთოდ არ არის დაკავშირებული

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა"​ ჩაატარა.

გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

5 ივლისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ „ღირსების მარში“ გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG