Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გაბუნია დანიშნეს საქართველოს ელჩად მექსიკაში


ზაზა გაბუნია
ზაზა გაბუნია

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა გაბუნია დაინიშნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ზაზა გაბუნიამ გვითხრა, უკვე ძალაში შევიდა მისი დანიშვნის განკარგულება. ის ოქტომბრის პირველ რიცხვებში გეგმავს მეხიკოში ჩასვლას.

კონსტიტუციის თანახმად, ელჩს მთავრობის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ელჩების დანიშვნის შესახებ შესაბამის განცხადებას საგარეო უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

ბოლო პერიოდში ზაზა გაბუნია მუშაობდა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში.

  • 2016-2020 წ.წ. ზაზა გაბუნია იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან"; მას ეკავა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა (2017-2020 წ.წ.)
  • 2014-2016 წწ. - ნაძალადევის რაიონის გამგებელი;
  • 2010 წელს ზაზა გაბუნია „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან" აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ამავე მოწვევის საკრებულოში, 2013 წელს დაიკავა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობა.
  • 2008-2009 წ.წ. - ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე;
  • 2006-2007 წ.წ. - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აზრის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე;
  • 2005-2007 წ.წ. - საპატრიარქოს რადიო „ივერიის" გადაცემის წამყვანი;
  • 2004-2005 წ.წ. - საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG