Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში 2021 წელს უკვე მესამეჯერ დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები


ბულგარეთის სოციალისტური პარტიის ლიდერი, კორნელია ნინოვა და პრეზიდენტი რუმენ რადევი
ბულგარეთის სოციალისტური პარტიის ლიდერი, კორნელია ნინოვა და პრეზიდენტი რუმენ რადევი

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 2021 წლის 14 ნოემბერს, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება.


„ამგვარად ჩვენ დავზოგავთ ხალხის ფულს და დროს“, - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა. მანამდე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნები ჯერ 4 აპრილს, ხოლო შემდეგ სამ თვეში ვადამდელი არჩევნები 11 ივლისს გაიმართა.


მაგრამ არჩევნებში გამარჯვებულმა ვერც ერთმა წამყვანმა საპარლამენტო პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისათვის საჭირო ხმების მობილიზება, რის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა მესამედ დანიშნა საპარლამენტო არჩევნები.


ბულგარეთის ორივე წამყვანმა პარტიამ - სოციალისტურმა პარტიამ და „არის ასეთი ხალხი“, - პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადეს, რომ თავიანთ კანდიდატებზე უფრო მეტად მხარს რუმენ რადევის მეორე ვადით არჩევას დაუჭერენ.

XS
SM
MD
LG