Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა აშხაბადში „უპრეცედენტოდ“ გაიზარდა, საავადმყოფოები - გადავსებულია

გრძელი რიგი თურქმენეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს წინ
გრძელი რიგი თურქმენეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს წინ

აშხაბადში ყოველდღიურად მატულობს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა, ხოლო საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. ამ ფონზე თურქმენეთის ოფიციალური ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია არ არის.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, 10 სექტემბრის მონაცემებით, ჩოგანლის მორგი ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვლილ 200-300 ადამიანს იღებდა. ხოლო პლასტიკურ პაკეტებში მოთავსებულ ვირუსით გარდაცვლილთა ცხედრებს დილის საათებში ადამიანების დაუსწრებლად მარხავდნენ. იმის გამო, რომ ხელით საფლავების გათხრა ვერ ესწრება, თურქმენული რედაქციის თანახმად, ამ საქმისთვის ექსკავატორები გამოიყენება.


მაღალი სიკვდილიანობა აღინიშნება ასევე დასოგუზში, ხოლო თურქმენაბადში, პირიქით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კლებულობს.


თურქმენეთში მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები: დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, მომსახურებისა და გართობის ცენტრები. ქვეყნის ხელისუფლებამ თებერვლიდან დაიწყო იმუნიზაციის პროცესი, რაც ივლისიდან სავალდებულო გახდა.

XS
SM
MD
LG