Accessibility links

site logo site logo

უნგრეთში ახალი წესებით, ლგბტ-თემატიკაზე ფილმები ძალადობაზე შექმნილ საშინელებათა ფილმებს უთანაბრდება


დემონსტრაცია უნგრეთში მთავრობის კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალობისა და სქესის შეცვლის "პროპაგანდას" ბავშვებს შორის. 2021 წლის 25 ივნისი.

უნგრეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი ნორმებით, რომლითაც სამაუწყებლო კომპანიებმა უნდა იხელმძღვანელონ ფილმების შეფასების დროს, ზოგიერთი ფილმი, რომელიც ლგბტ-თემატიკას, ან გენდერულ საკითხებს ეძღვნება, იმავე შეზღუდვებს დაექვემდებარება, როგორც ძალადობის მაჩვენებელი საშინელებათა ფილმები.

15 სექტემბერს მედიის ეროვნული სამმართველოს მედიის საბჭომ და საინფორმაციო კომუნიკაციის უწყებამ გამოსცეს დადგენილება, რომლის თანახმად, ფილმები, რომლებშიც ლგბტ-თემა ან გენდერული საკითხები „განმსაზღვრელი ნიშანია“, 18 წლამდე ასაკამდე ბავშვებისთვის არ იქნება რეკომენდირებული.

„ზოგადი ჟესტები, სინაზე, ლოყაზე კოცნა, ჩახუტება, ხელი-ხელ ჩაკიდებული სიარული სეირნობისას და კოცნა, თუ ისინი არის თვითმიზნურად ნაჩვენები, ან არ წარმოადგენს პროგრამის ცენტრალურ ელემენტს, პრობლემას არ წარმოადგენს“- ნათქვამია სახელმძღვანელო პრინციპებში. ფილმები, სადაც ასეთი თემები ფართოდაა წარმოდგენილი, გაუთანაბრდება საშინელებათა ფილმებს, სადაც ძალადობაა ნაჩვენები, როგორიცაა მაგალითად, სერიალები, „ხერხი სლეშერი“ და „ეგზორცისტი“.

ახალი სახელმძღვანელო პრინციპები გაჩნდა მას მერე, რაც ივნისში შემოიღეს კანონი, რომელიც კრძალავს „ჰომოსექსუალობის ჩვენებას და პროპაგანდას“ 18 წლის ასაკამდე ბავშვებს შორის.

უნგრეთში ეს კანონი მიღებული იქნა რუსეთში 2013 წელს დამტკიცებული სადავო კანონის მიხედვით „გეი-პროპაგანდის“ შესახებ.

Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი მკაცრად „სოციალური მტრობის გაძლიერების გამო“ ჰომოსექსუალების მიმართ რუსეთში და როგორც „პოლიტიკური ჰომოფობიის კლასიკური ნიმუში“.

უნგრეთის კანონი გააკრიტიკეს აშშ-მა და ევროპის კავშირმა, რომლის წევრია უნგრეთი.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა, რომელიც მკაცრად კონსერვატულ სოციალურ დღის წესრიგს მისდევს, აცხადებს, რომ კანონი საჭიროა იმისთვის, რომ დაცული იქნეს „ბავშვების უფლება, ჰქონდეთ გენდერული იდენტობა, რომელსაც ისინი დაბადებიდან იძენენ“.

ივნისში ბუდაპეშტში Amnesty International-ის ოფისმა განაცხადა, რომ კანონი გამოიწვევს „უკვე მტრულ გარემოში მყოფი ადამიანების კიდევ უფრო დიდ დისკრიმინაციას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG