Accessibility links

site logo site logo

რუსეთის და ჩინეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების გაერთიანებები ავღანეთზე იმსჯელებენ


უსაფრთხოების სფეროში რუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ორი რეგიონული ბლოკი ემზადება თავ-თავიანთი სამიტებისთვის, რომლებიც მიმდინარე კვირაში, ტაჯიკეთის დედაქალაქში გაიმართება, ავღანეთში თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ.

16 სექტემბერს გაიმართება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO, ОДКБ) შეხვედრა, შემდეგ დღეს კი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) შეიკრიბება. მოსკოვი და პეკინი ცდილობენ ხაზი გაუსვან რეგიონში უმთავრესი მოთამაშის თავ-თავიანთ როლს, მას შემდეგ, რაც ავღანეთში დაემხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება და ოცწლიანი ომის შემდეგ აშშ-მა ქვეყნიდან თავისი ძალები გამოიყვანა.

ავღანეთის მოსაზღვრე შუა აზიის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან უსაფრთხოების პრობლემების გამო, რომლებიც მომდინარეობს ომით გაჩანაგებული ავღანეთიდან - ისევე, როგორც ათი ათასობით ლტოლვილის შედინების შესაძლებლობის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG