Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი საუბრობს კლიმატთან მიმართებით "კატასტროფის გზაზე"


სათბურის გაზების გლობალური ემისია თუ არ შემცირდება, მსოფლიო "კატასტროფის" გზას დაადგება და ცელციუსით 2.7 გრადუსით გათბება - განაცხადა 17 სექტემბერს გაეროს ხელმძღვანელმა, ანტონიუ გუტერეშმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი მსოფლიოს მოუწოდა "უმაღლესი" ამბიციებით წარდგეს ნოემბერში დანიშნულ გაეროს სამიტზე კლიმატის საკითხების შესახებ.

გუტერეშის განცხადებების ფონია გასულ თვეში გამოქვეყნებული გაეროს ანგარიში, რომელშიც გაანალიზებული იყო 191 ქვეყნის დაპირებები ემისიასთან მიმართებით და გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები ვერ დააკმაყოფილებენ პარიზის კლიმატური ხელშეკრულების პირობებს. ამ ხელშეკრულებით დათბობა ინდუსტრიამდელ პერიოდამდე შედარებით 1.5 გრადუსს არ უნდა ასცდენოდა. ნაცვლად ამისა, ამ ანგარიშმა აჩვენა, რომ მსოფლიო 2.7 პროცენტით დათბობის კატასტროფის გზაზეაო - ამბობს გუტერეში განცხადებაში და დასძენს, რომ ეს წარმოადგენს ექვსი წლის წინ, პარიზში დადებული პირობების დარღვევას. გუტერეშის შეფასებით, პირობების შეუსრულებლობა მოიტანს სიცოცხლის და საცხოვრებლების მასობრივ დანაკარგს.

გუტერეშმა მონაწილეობა მიიღო 17 სქტემბერს გამართულ ვირტუალურ სამიტში, რომლითაც გაეროს კლიმატური სამიტისთვის ემზადებოდნენ და რომლის მასპინძელიც ჯო ბაიდენი იყო.

XS
SM
MD
LG