Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED-მა ცესკოს საჩივრით მიმართა ანონიმურად განთავსებული სისხლიანი ბანერების გამო


"სამართლიანმა არჩევნებმა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარჩელით მიმართა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსებული სისხლიანი ბანერების გამო, რომელზეც ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულები.

"წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით. კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე", - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

სამართლიანი არჩევნები გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც იმისათვის, რომ უწყება დაინტერესდეს აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობით.

რადიო თავისუფლება შეეცადა გარე რეკლამების მონოპოლისტ კომპანია "ალმასთან" დაკავშირებას იმის გასარკვევად, ვინ დგას სისხლიანი ბანერების უკან - კომპანია ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანერები ბიზნესმენ მიხეილ გაბრიაძის დაკვეთით განთავსდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG