Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, სუს-ი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და "თუ საჭიროა", დიპლომატებსაც მოუსმინონ


"ქართული ოცნების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ამბობს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა მოუსმინოს ყველას, ვისი მოსმენაც საჭიროა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ასე უპასუხა დიდი ალბათობით სუს-იდან გამოჟონილ ჩანაწერებზე მომზადებულ ანგარიშებზე დასმულ კითხვას.

"უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში - ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე - აუცილებად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში... [დიპლომატებსაც] თუ ასეა საჭირო", - თქვა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ლინკი მიიღეს, რომელზე, დიდი ალბათობით, პირადი საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწის პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა.

რადიო თავისუფლებასთან თემის კომენტირებისას, სტანო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG