Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დავაკავეთ დამნაშავეები, რომლებმაც კაცს ხელ-ფეხი შეუკრეს და არხში დაახრჩვეს

Georgia --
Georgia --

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ორს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

გამოძიების ინფორმაციით, ორმა პირმა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ პირს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და ხელ-ფეხი შეუკრა. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ჯგუფურად განზრახ მკვლელობა 7-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა - 3-დან 7 წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG