Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NATO-ს სწავლებების პარალელურად რუსული წვრთნები მიმდინარეობს მათ შორის ცხინვალის რეგიონში


რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები, უკრაინაში NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო სწავლებების პარალელურად. ამის შესახებ როგორც ოსური ისე რუსული მედია იუწყება.

დაახლოებით 10 ათასი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეა ჩართული წვრთნებში. მასში ერთბაშად მიმდინარეობს როსტოვის რეგიონში, ჩეჩნეთში, ყირიმსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო-სასწავლო პოლიგონებზე, განაცხადეს ორშაბათს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში.

„სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში, დაახლოებით 800 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები, საარტილერიო დანადგარები და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. თვითმფრინავები და შვეულმფრენები. ჯარი და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაცია", - ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სწავლებები ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე მიმდინარეობს და ის 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ორშაბათს უკრაინაში, ლვოვის ოლქში დაიწყო უკრაინულ-ამერიკული სწავლებები Rapid Trident-2021, - იუწყება ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. წვრთნები 20 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებში მონაწილეობენ 13 ქვეყნის სამხედროები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, თურქეთის და პოლონეთის. გარდა ამისა, მანევრებში ჩაერთო ლიტვურ-პოლონურ-უკრაინული ბრიგადის პერსონალიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG