Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე ნიკა მელიას შესახებ: გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა


კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებიდან გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას პროტესტის ნიშნად წასვლა შეაფასა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ.

„გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ისევ ის, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია არჩევნებს წააგებს, გაიქცეს. პირიქით, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზება და ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა ეცხოვრებოდეს საქართველოში ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს ქვეყანა ყველასია, ეს ქალაქი ყველასია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა „პირველი არხის" ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატები.

„აქ მოვედი პირველ რიგში იმისათვის, რომ „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს პირადად ვუთხრა, რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში", - თქვა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დაამატა: „ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ ძირგამომპალ ადამიანთან რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG