Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ ხელისუფლება არჩევნების "მოპარვაში" დაადანაშაულა


პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ კრემლს ბრალი დასდო, რომ მან „დაშინებითა და რეპრესიებით“ მოიპარა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტია „ედინაია როსიამ“ შეინარჩუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა კენჭისყრის გაყალბების თაობაზე ფართოდ გავრცელებული ბრალდებების ფონზე.

21 სექტემბერს ნავალნიმ ინსტაგრამში გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც ის „უზარმაზარ წარმატებას“ უწოდებს თავის ტაქტიკური კენჭისყრის სისტემას. მისი თქმით, ამ სისტემამ შეამცირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პარტიის კანდიდატთა მხარდაჭერა, რის გამოც არჩევნების შედეგები „სრულიად პრიმიტიული მეთოდით გააყალბეს“.

„ტაბლოზე ყალბი შედეგი აინთო. ჩვენი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან გაიყვანეს. დაშინებამ და რეპრესიამ მრავალ ადამიანს დააკარგვინა ნება და ხალხს უბრალოდ ეშინია ქუჩებში საპროტესტოდ გასვლა,“ დაწერა მან.

რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლის თანახმად, პროსამთარობო „ედინაია როსიამ“ პარლამენტის ქვედა პალატაში, სახელმწიფო დუმაში კონსტიტუციური უმრავლესობა შეინარჩუნა არჩევნებში, რომელიც დაგმო დასავლეთმა და რომელიც დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო სააგენტომ შეაფასა როგორც „ერთ-ერთი უბინძურესი“ რუსეთის ისტორიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG