Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: მსოფლიოში იკლო კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევებმა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ ერთ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 3 671 232 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 59 839 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 7%-ითაა შემცირებული.

რეგიონების მიხედვით, ბოლო კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, გარდაცვალების შემთხვევებმა ყველაზე მეტად, 27%-ით იკლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ლეტალობის 7%-იანი მატება იყო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირებული იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში(-22%) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში(-16%).

პორტალ Worldometers-ის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 230 მილიონს გადააჭარბა. COVID-19-ით გარდაცვლილია 4.7 მილიონზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG