Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ჰარცელის განცხადების შესახებ: მგონი დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

სუს-იდან, სავარაუდოდ, გამოჟონილი ფაილების შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი, შეიძლება ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს, ამ წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა კობახიძემ.

კარლ ჰარცელმა ფაილების შესახებ თქვა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამ საკითხს სერიოზულად უყურებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG