Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ოლიგარქების გავლენის შემზღუდველი კანონპროექტი


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ე.წ. „ოლიგარქების კანონი“ ვერხოვნა რადამ 23 სექტემბერს მიიღო მეორე და საბოლოო მოსმენით.

კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს ხელი, ითვალისწინებს ოლიგარქის იურიდიული განმარტების შემოღებას, ოლიგარქების სიის შექმნას და მათ მოქმედებებზე შეზღუდვების დაწესებას. მაგალითად, მათ აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.

ზელენსკის გუნდის აზრით, შესაძლოა ამ კანონპროექტის გამო განრისხება იყოს გუშინ მომხდარი ინციდენტის მიზეზი, როცა თავს დაესხნენ პრეზიდენტის პირველი მრჩევლის, სერჰი შეფირის ავტომანქანას. შეფირი არ დაშავებულა, მაგრამ მისი მძღოლი საავადმყოფოში მოათავსეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.

აშშ დიდი ხანია მოუწოდებს უკრაინას, ზომები მიიღოს ერთი მუჭა ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც სცენის მიღმა რჩებიან, მაგრამ უზარმაზარი პოლიტიკური გავლენით სარგებლობენ. კანონის კრიტიკოსთა თქმით, დაგეგმილი კანონმდებლობა შეიცავს სუბიექტური კრიტერიუმებით დევნის საფრთხეს.

XS
SM
MD
LG