Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელებიც დღეს ჩემგან მოისმინა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნებისა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა მისი ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი კობახიძე.

„დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა ოთხ მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან „ნაციონალური მოძრაობის" გეგმა იდგა. ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს [23 სექტემბერს] ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს.

სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს", - თქვა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, - „დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა".

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა ნაძირალა.

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები იმართება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG