Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 მოქალაქეს შეადგენს


"თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობაა მილიონ 2 ათას 900, აქედან 41 314 რეგისტრირებულია კრწანისის ოლქში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც წელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 39 135", - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისით მილიონ 15 ათას 186-მა ამომრჩეველმა ისარგებლა, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით საკუთარი მონაცემები 18 121-მა ამომრჩეველმა გადაამოწმა.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება, განახლებული საარჩევნო სია კი ცესკოს ვებგვერდზე უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG