Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბუსტერზე“ ლაპარაკი მოსახლეობის 40%-ის აცრის შემდეგ შეგვეძლება - ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, გამაძლიერებელ ანუ ე.წ. ბუსტერ დოზებზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, როცა ქვეყანაში მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი აიცრება.

„იმედია, ეს მოხდება ოქტომბერში. შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე. მანამდე კი, ნუ წავართმევთ ამ დოზებს სხვას, ვინც არ არის აცრილი. ჯერ უნდა აიცრას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, კიდევ მეტი. ბუსტერი საჭირო გახდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინის ათვისება პრობლემა არ გახდება. გამყრელიძის სიტყვებით, დღეს საქართველოში არის დარჩენილი „ფაიზერის“ დაახლოებით 600 000 დოზა. მათგან 400 000-მდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, 200 000-ს კი - ნოემბრის ბოლომდე.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ „ფაიზერმა“ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ 3 თვით კიდევ უგრძელებენ ვადას. „600 000 დოზის ათვისებაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ“.

„ფაიზერზე“ მოთხოვნილება ყოველთვის დიდი იყო. ახლა შედარებით მოიკლო, მაგრამ „ფაიზერი“ არ გაფუჭდება“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG