Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსით დაასრულა სექტემბრის ბაშო


ლევან გორგაძე
ლევან გორგაძე

ლევან გორგაძემ, სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, შემოდგომის აკი ბაშოს ბოლო - მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა წარუმატებლად ჩაატარა და სუპერტურნირი მინიმალური უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორის ანგარიშზე თოთხმეტი ტურის შემდეგ, შვიდ-შვიდი მოგება და წაგება იყო. თუ დღეს მეხუთე მაეგაშირა ტაკარაფუჯის აჯობებდა, პირადი რეიტინგის გაუმჯობესებას ინაღდებდა, მაგრამ... მერვე მარცხი იწვნია და მომავალ სუპერტურნირამდე სავარაუდოდ ერთ პოზიციას დაკარგავს.

სექტემბრის ბაშოზე ტოჩინოშინი დოჰიოზე მეთორმეტე მაეგაშირას რანგში ადიოდა. რვა ტურის შემდეგ მის ანგარიშზე მხოლოდ ორი ქულა იყო. მერე ზედიზედ ხუთი ბრძოლა მოიგო და ფინიშამდე ორი ტურით ადრე დადებით ბალანზე გავიდა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG