Accessibility links

site logo site logo

უკრაინელი მოკრივე ოლექსანდრ უსიკი ზემძიმე წონაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა


ოლექსანდრ უსიკი. 2018 წ. ფოტო.

უკრაინელი მოკრივე ოლექსანდრ უსიკი ზემძიმე წონაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა WBA, IBF, WBO და IBO ვერსიებით. მან ბრიტანელი ენტონი ჯოშუა დაამარცხა.

ბრძოლა 12 რაუნდს გაგრძელდა. საბოლოოდ მსაჯებმა ერთხმად მიანიჭეს გამარჯვება უკრაინელ სპორტსმენს.

გამარჯვების შემდეგ უსიკმა თქვა, რომ ბრძოლა ისე წარიმართა, როგორც სავარაუდო იყო. „ერთადერთი, რაც მინდოდა, ღვთის განდიდებაა. ეს გამარჯვება მისგანაა“, დასძინა მან.

ოლექსანდრ უსიკი 34 წლისაა. პროფესიონალურ ბოქსში ის რვა წელი გამოდის. მის ანგარიშზეა 19 გამარჯვება, აქედან 13 - ნოკაუტით.

31 წლის ენტონი ჯოშუას 24 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, აქედან 22 - ნოკაუტით. მან თავის კარიერაში მეორე დამარცხება განიცადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG