Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოდ გამოყვანის ოპერაცია დასრულდა - თუშეთიდან თელავში 200-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს


ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ომალოდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან თელავში გადაყვანის მსურველი მოქალაქეების სიმრავლის გამო, თუშეთში ოპერაცია ორი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

სულ თელავში 200-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ტურისტები და არასრულწლოვნები.

თუშეთიდან მათი ევაკუაციის საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც ორი დღის წინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG