Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოსმენები გრძელდება და აზუსტებს, რომ ეს ხდება მხოლოდ კანონის ფარგლებში. მან ბოლო დღეებში გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელიც დიდი ალბათობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არის გაჟონილი, ფაბრიკაცია უწოდა.

"ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში", - თქვა ღარიბაშვილმა.

თითქმის ორი კვირის წინ მედიასაშუალებებს ელექტრონულ ფოსტაზე დაუდგენელმა პირმა დაუგზავნა ვებგვერდის მისამართი, სადაც ატვირთული იყო ათასობით ფაილი. ამ ფაილებში, დიდი ალბათობით, სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პარლამენტის წევრების და რიგითი მოქალაქეების საუბრებია აღბეჭდილი. მათი ავთენტიკურობა ჟურნალისტების და საჯარო პირების ნაწილმა დაადასტურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG