Accessibility links

site logo site logo

უნგრეთმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი რუსულ კომპანია „გაზპრომთან“


უნგრეთმა ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ბუნებრივი აირის შეძენის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად გიგანტურ კომპანია „გაზპრომთან“, რომლის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება.

შესაბამის კონტრაქტს „გაზპრომსა“ და უნგრეთის ენერგეტიკულ ჯგუფ MVM-ს აღმასრულებლებს შორის 27 სექტემბერს ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერა ხელი.

ბუდაპეშტმა წინა თვეში განაცხადა, რომ მოსკოვთან გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმდა ყველა წინადადება და შეთანხმება 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს თანახმად, „გაზპრომთან“ შეთანხმება იდება 15 წლის ვადით და მასში არსებობს დათქმა, რომ ბუნებრივი აირის რაოდენობა გადაიხედება 10 წლის შემდეგ.

უნგრეთი ახალი კონტრაქტით რუსეთიდან ყოველწლიურად შეიძენს 4,4 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, რისთვისაც ორი მარშრუტი იქნება გამოყენებული: 3,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს უნგრეთი სერბეთის, ხოლო 1 მილიარდს ავსტრიის გავლით მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG