Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის შეფასებით, გახარიამ "სახე დაკარგა"

საქართველოს მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე, რომლის კაბინეტის წევრი თავადაც იყო, ამბობს, რომ მან სახე დაკარგა და გუნდს იმედები გაუცრუა. ასე უპასუხა ღარიბაშვილმა გახარიას ნათქვამს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იმედგაცრუებაზე.

"ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა თავი და სახე, ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა. მე ადრე ვთქვი, რომ ამას მოხერხება უნდა - იყოს კაცი პრემიერ-მინისტრი და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი... თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გიორგი გახარიამ, არის ეს თავად გიორგი გახარია. მან ყველას ჩვენ გაგვიცრუა იმედები", - თქვა ღარიბაშვილმა.

26 სექტემბერს გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დროს თქვა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მისი და საქართველოს მოქალაქეების "ნდობა არ გაამართლა".

XS
SM
MD
LG