Accessibility links

site logo site logo

ვიოლა ფონ კრამონი: მომდევნო კვირებში საქართველოს პრეზიდენტის როლი, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის როლი მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს.

ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

„საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელოვანი განცხადება, მისი როლი შესაძლოა, მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იყოს“, – წერს გერმანელი ევროდეპუტატი Twitter-ზე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მთავრობის შესახებ ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, თუმცა, რთულია იმის დანახვა, როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG