Accessibility links

site logo site logo

ცხინვალში რუსეთიდან ექიმები გეგმავენ ჩასვლას


ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრის სოსლან ნანიევის განცხადებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ოკუპირებულ ცხინვალში რუსი ექიმები ადგილობრივი სპეციალისტების დასახმარებლად ჩავლენ.

„შეთანხმება უკვე მიღწეულია პირადი კონტაქტების საშუალებით და უახლოეს მომავალში რესპუბლიკაში ჩამოვლენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი სფეროების სპეციალისტები - ეს არის ინფექციური დაავადებების წამყვანი სპეციალისტი, რომელიც იცხოვრებს და იმუშავებს ცხინვალში, მაღალი კლასის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის მიმართულებას. კვალიფიციური ბავშვთა ქირურგი და პედიატრიული რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი. ეს ყველაფერი წლის ბოლომდეა მოსალოდნელი", - თქვა ნანიევმა ოსურ მედიასთან საუბარში.

ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა გამოთავისუფლებულ ვაკანსიებზე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების მოზიდვაზე. „ახლა არის დიდი რაოდენობით ვაკანსია, მაგრამ მათი შევსება შეუძლებელია ექიმების გარკვეულ თანამდებობებზე განმცხადებლების სიმცირის გამო”, - თქვა დე ფაქტო მინისტრმა. მისი თქმით, ზოგიერთი სპეციალისტი, ძირითადად მოსკოვიდან, უკმაყოფილოა სამხრეთ ოსეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელფასებით. ნანიევმა აღნიშნა, რომ სპეციალისტების მოწვევაზე ჯანდაცვის უწყება ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG